• თბილისი
  • 7°C
  • 21 ნოემბერი, 2019
article

სანდრა რულოვსის მხარდამჭერ შეხვედრაზე დასწრების გამო, ქმარმა ცოლზე იძალადა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი საკუთარ ცოლს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდა, რომ ქალი გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდამჭერ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა კოორდინატორმა, ბაჩანა ეხვაიამ, ოჯახის წევრს დაურეკა და განუცხადა, რომ ეს ქალბატონი პოლიტიკისთვის ჩამოეშორებინათ.

„შვილს უთხრეს, რატომ წავიდა დედაშენი, „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკა ვიღაცამ. ამის გამო მოუვიდათ უკმაყოფილება. ცოლ-ქმარს შორის მოხდა უკმაყოფილება. „ქართული ოცნების“ კორდინატორმა დარეკა იმიტომ, რომ მოეხდინა ზეგავლენა, ოჯახს არ მიეღო მონაწილეობა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე. როგორ შეიძლება სახელმწიფო დონეზე ხდებოდეს, რომ ასე დაუპირისპირო ოჯახი ერთმანეთს, მეზობლები ერთმანეთს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ადგილობრივები „კურიერთან“ ამბობენ, რომ დაშინებულები არიან და ამიტომ წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი არ შეუძლიათ. „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და საარჩევნო შტაბის წევრები მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან.

„ქართული ოცნების“ შტაბში მოხმდარ ფაქტებს უარყოფენ. 


თეგები :