• თბილისი
  • 33°C
  • 26 აგვისტო, 2019
article

გურჯაანში 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს

გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს. 15 წლის ბიჭს დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სხვა დეტალები უცნობია.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება სსსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები :