• თბილისი
  • 35°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

შსს-მ ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მანამდე სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოცემა „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა.

"ბათუმელების" ცნობით, სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ამავდროულად ბათუმის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირიცაა. ამევე წყაროს ინფორმაციით, ის ასევე სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნების" გავლენიანი წევრია ბათუმში.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს.


თეგები :