• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

"ბავშვის მამასთან კონფლიქტი ჰქონდა" - რას ჰყვებიან 16 წლის გოგონას ახლობლები, რომელმაც საკუთარი 7 თვის ბავშვი გაგუდა?

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედამ 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა. 16 წლის მ.შ, რომელიც სამართალდამცავებმა ფაქტიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. "ტკივილი მინდოდა მიმეყენებინა, უფრო მეტად ჩემი თავისთვის," - ამბობს ბრალდებული.

გარდაცვლილისა და ბრალდებულის ოჯახის წევრებს მედიასთან საუბარი არ სურთ. მეზობლები ერთ-ერთ ვერსიად პირად საუბრებში "ბავშვის მამის მიმართ შურისძიებას" ასახელებენ. 

მათი მონაყოლის თანახმად, მომხდარს წინ უძღოდა ბრალდებულსა და მის ქმარს შორის არსებული კონფლიქტი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.


თეგები :