• თბილისი
  • 7°C
  • 16 ნოემბერი, 2019
article

აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს 13 ჭრილობა აღენიშნება, მოკლულ მამაკაცს - 16

აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 16 ჭრილობა აქვს მიღებული მოკლულ მამაკაცს, ხოლო ქალს 13.

მკვლელობაში ბრალდებული დაჭრილი ქალის ქმარია. წინასწარი ინფორმაციით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი, 41 წლის ირაკლი გელაშვილი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა. 

ქალი ამ დროისთვის „გორმედში“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბრალდებული მკვლელობის ადგილზე ჰყავთ მიყვანილი. ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 


თეგები :