• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

ნასვამმა არასრულწლოვანმა პოლიციის მანქანა გაიტაცა - 17 წლის მოზარდი პოლიციას ორჯერ გაექცა

შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა გორში, გურამიშვილის ქუჩიდან, სამართალდამცავების მანქანა გაიტაცა. 

ის გადაჭარბებული სიჩქარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. ავარიის შემდეგ, მან მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

დაკავებული 17 წლის ბიჭია. ის წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ძარცვის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, „qartli.ge“-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. 


თეგები :