• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

ხაშურში, მეგობარი ქალის ცემის გამო, ახალგაზრდა მამაკაცი ქალის ძმამ დაჭრა

ხაშურში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის მისი მეგობარი ქალის ძმამ დაჭრა. მომხდარს კი, წინ კონფლიქტი უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილმა ქალზე ფიზიკურად იძალადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები :