• თბილისი
  • 7°C
  • 16 ნოემბერი, 2019
article

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა.

ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


თეგები :