• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

გაზეთ „ ქრონიკა + “ -ის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გაზეთ „ ქრონიკა + “ -ის ჟურნალისტს რესტორან „ალაგის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მიზეზი მისი კოლეგების მიერ ამავე რესტორანში გადაღებული ვიდეო  გახდა. ვიდეომასალაში  „ქართული ოცნების“ დეპუტატის ცოტნე ზურაბიანის ცეკვაა ასახული. აღნიშნული ვიდეო გაზეთის რედაქტორმა, ელისო კილაძემ  სოციალურ ქსელში ატვირთა, რამაც რესტორნის ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია.

„მე ჩამიყვანეს რესტორნის ადმინისტრაციამ ე.წ. კუპეში და დამიწყეს საქმის გარჩევები. მომთხოვეს, რომ ეს ვიდეო ორმოც წუთში უდნა ამეღო, უნდა აეღო ქალბატონ ელისო კილაძეს და ლევან უნდა მიმეყვანა რესტორანში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წამოვიდნენ მუქარით, დამემუქრნენ, დაემუქრნენ ჩემს კოლეგას, რომ მას არ ელის კარგი დღე. ისინი უხეშად ჩაერივნენ ჩემს პირად სივრცეში, გამიჩხრიკეს ტელეფონი, სადაც მიბრძანეს, რომ მე წამეკითხა ჩემი და ლევან მიმოწერა თუ როგორ იგეგმებოდა მათივე თქმით, მათი აზრით ცოტნე ზურაბიანი ცეკვის გადაღება,“- განაცხადა გიორგი საკარულმა.

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ქეთევან ესართიას თქმით, პაციენტს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა, თუმცა ამ მომენტისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ქრონიკა + “-ის  რედაქტორი ელისო კილაძე ყვება, რომ დაზარალებული ჟურნალისტი, რესტორნის მეპატრონეებმა გვერდზე ბარიდან გამოიყვანეს, რის შემდეგაც დაემუქრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კილაძემ შსს-ს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

საქმეზე შსს მოკვლევა დაწყებული აქვს.


თეგები :