• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თანასოფლელმა ესროლა და გულ-მკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილობრივები მომხდარ ფაქტს წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირებენ. მათივე თქმით, მოკლული მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობდა და რამდენიმე დღის წინ, სოფელ ყარაჯალაში დედის სანახავად ჩავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები :