• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ოთხი ავტომობილი გაქურდეს

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე  გვიან ღამით ოთხი ავტომობილი გაქურდეს. 

ეზოში ჩასულ მეპატრონეებს დილით ავტომანქანებიდან სხვადასხვა აქსესუარი და ავტომობილის ნაწილი მოპარული დახვდათ.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ ავრცელებს.

​​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.


თეგები :