• თბილისი
  • 22°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

22 წლის ერაყელ მამაკაცს 14 წლის გერმანელი გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

BBC-ის ინფორმაციით, 22 წლის ერაყელ მაკაცს 14 წლის გერმანელი გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც ირკვევა, შემთხვევა 2018 წელს მაისში მოხდა. გარდაცვლილი გოგონა ქალაქ მაინცში ცხოვრობდა. მისი ცხედარი 3 ივნისს იპოვეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გოგონა გაუპატიურებული იყო. მათივე ცნობით, ამის შემდეგ ის მოკლეს, ხოლო ცხედარი ტყეში დამარხეს.

დამნაშავე ალი ბაშარი თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში 2015 წლიდან ცხოვრობდა, თუმცა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში ოჯახთან ერთად ერაყში გაემგზავრა, თუმცა, შემდეგ მისი დეპორტაცია მოხდა.

ერაყელი ამბობს, რომ ინციდენტამდე სუზანა ფელდმანს 3 თვის განმავლობაში ხვდებოდა, ხოლო რა მოხდა იმ ღამეს ზუსტად არ ახსოვს.

მკვლელობამ გერმანიაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.


თეგები :