• თბილისი
  • 22°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

უკრაინაში 16 წლის ბიჭმა, კომპიუტერის გამორთვის გამო, პაპა მოკლა

უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში 16 წლის მოზარდმა პაპა მოკლა, რომელმაც კომპიუტერი გამოურთო და თამაში შეაწყვეტინა.  

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი სტუმრად ქალიშვილთან იმყოფებოდა. მან შვილიშვილს სთხოვა ეზოში ბალახი გაეთიბათ. ამ დროს ბიჭი კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა და პაპას ყურადღებას არ აქცევდა. პაპამ მას მოულოდნელად კომპიუტერი გაუთიშა, რამაც მოზარდის აგრესია გამოიწვია. ბიჭმა მოხუცს დანით ხუთი ჭრილობა მიაყენა.

მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

მოგვიანებით მოზარდი პოლიციაში თვითონ მივიდა და სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ უამბო. დაწყებულია გამოძიება.


თეგები :