• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის ადვოკატზე, დავით ჯაფარიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

2014 წლის 27 დეკემბერს მუკბანიანი ბათუმში, ღამის კლუბ ლეგასში მოკლეს. ის კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა, თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციელი სწორედ ამ იარაღიდან გასროლით მოკლეს. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.


თეგები :