• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

თემქაზე ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში მოკლული ქალის ცხედარი დახვდათ

ზღვის უბანში ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. 

არაოფიციალური ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი იყო, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სამაშველო ბრიგადამ ხანძარი ჩააქრო, ადგილზე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი ნახეს. ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არ არის მიყენებული. სავარაუდოდ, ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 


თეგები :