• თბილისი
  • 4°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

რუსეთში ქართველმა მამაკაცმა ცოლი მოკლა

მოსკოვში ქართველმა მამაკაცმა ცოლი მოკლა. მან ქალს ТТ-ს ტიპის პისტოლეტიდან ესროლა.

შემთხვევა მოსკოვის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, 12 სექტემბრის დილას მოხდა. გასროლის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადა კაცმა თავად გამოიძახა, თუმცა მისი მეუღლე, 39 წლის ნანა ცხადაძე მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა.

დაკავებულმა, 53 წლის ვლადიმერ ცხადაძემ პოლიციას უამბო, რომ მას ცოლი ძალიან უყვარდა და მას ეჭვიანობის ნიადაგზე ესროლა.

სახლი, სადაც დანაშაული მოხდა, წყვილმა ნახევარი წლის წინ შეიძინა.


თეგები :