• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

საზარელი შემთხვევა ქუთაისში - რამდენიმე მამაკაცი ქალს სახლში შეუვარდა და მისი გაუპატიურება სცადა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალს რამდენიმე მამაკაცი სახლში შეუვარდა და სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადა. შემთხვევა გვიან ღამით, ხარებავას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი მამაკაცი. საქმეზე გამოძიება გრძელდება. 


თეგები :