• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართული ერთ-ერთი გოგონას ბიძა: ჩემი ძმისშვილი სკოლაში კარგად სწავლობდა, ქების სიგელები მოჰქონდა... რძალს ხომ არ შევეკითხებოდი, სად დადიოდნენ? პორნო რა არის, მე რა ვიცი

მედიასთან კომენტარს არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ქალის მაზლი აკეთებს. საქართველოს მოქალაქე ქალს საკუთარი შვილის პორნოგრაფიაში ჩართვა ბრალდება. 

"რა არის პორნო, რა ვიცი მე. რძალს ხომ არ ვკითხავდი, სად მიდიოდა, გორში თუ სხვაგან? ჩემი ძმისშვილს არაფერი უთქვამს, ქების სიგელები მოჰქონდა ხოლმე სკოლიდან. კარგი მოსწავლეა“, - განაცხადა ბრალდებულის მაზლმა.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა, საქართველოში პედაგოგად მუშაობდა და გორში ბინა ჰქონდა ნაქირავები.

ასევე, არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის თბილისში ორ ბინას იყენებდნენ. ბინები ვაჟა ფშაველას გამზირსა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარეობს.

ცნობისთვის, შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :