• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. შემთხვევა საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი, რომელიც კალათაში იყო მოთავსებული, სტუდენტმა იპოვა. ჩვილი დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, კალათში საბავშვო საფენები და დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი წერდა, რომ საშუალება არ აქვს ბავშვის გაზრდის, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


თეგები :