• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

შსს გურამ ჩალაგაშვილის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჩალაგაშვილის პროცესი მიმდინარეობს.


თეგები :