• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს და მანქანიდან ჩამოაგდეს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს და შემდეგ  შარტავას ქუჩაზე მანქანიდან ჩამოაგდეს. დაჭრილი მამაკაცი რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გ.ვ. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.​ შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ლისის ტბასთან დაჭრეს.

საქმე  236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117 და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას,  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.


თეგები :