• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი რამდენიმე თვე სექსუალურად ძალადობდა

გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც ეხება 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებას ფიზიკური ძალადობის გარეშე.

ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.

"2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, დღის საათებში, თავისი და დაზარალებულის საცხოვრებელ სახლებში, ო.ი-მ წინასწარი შეცნობით 5 წლის ასაკის ბავშვის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა გარყვნილი ქმედება, კერძოდ, ხელითა და სასქესო ორგანოთი ეხებოდა შიშველ სხეულზე, ინტიმურ ადგილებში, კოცნიდა ტუჩებში და ხელს აკიდებინებდა თავის სასქესო ორგანოზე", - ირკვევა საქმის მასალებიდან.

ივლისის თვეში დაწყებული საქმის განხილვა სასამართლომ ოქტომბერში დაასრულა. 

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გამომდინარე იქიდან, რომ მას წარსულში გადატანილი ჰქონდა იშემიური ინსულტი, მოსამართლემ ეს ყველაფერი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო, რის გამოც, ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.


თეგები :