• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

ბათუმში ტრანსგენდერი გოგონები ცემეს - "ესენი გადაცმული "პიდარასტები" არიან, როგორ ყველგან არიან უკვეო… საშინელებებს გვეუბნებოდა"

ინციდენტი მოხდა ბათუმში. "ბათუმელების" ინფორმაციით, ტრანსგენდერი გოგო ცემეს.

ტრანსგენდერი გოგოს, ქეთი მახარაძის თქმით, მას და მის მეორე ტრანს მეგობარს მარკეტში შეურაცხყოფა მიაყენეს და დაარტყეს, პოლიციელმა კი რეაგირების ნაცვლას ისინი ჯერ მარკეტიდან გამოყარა და შემდეგ მას მანქანის კარზე სახე დაატყმევინა.

"დაბადების დღიდან მოვდიოდით მე და ჩემი დაქალი, ნასვამი ვიყავით… ინასარიძის ქუჩაზე "იალჩინ მარკეტში" შევიარეთ რაღაც პროდუქტების საყიდლად და იქ ერთმა ბიჭმა დაგვიწყო ხმამაღლა საუბარი, "ესენი გადაცმული "პიდარასტები" არიან, როგორ ყველგან არიან უკვეო"… საშინელებებს ამბობდა. ჩვენ რომ გამოვეპასუხეთ, მერე მარკეტის თანამშრომელი ქალებიც გამოესარჩლნენ იმ ბიჭს. ირაკლი ერქვა. როგორც გავიგე, მენეჯერი შემცვლელი იყო. ქალები გვეძახდნენ, უსქესოები ხართ თქვენ, ურჯულოებიო. ერთმანეთს მივაყენეთ მე და იმ ბიჭმა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მერე იმან რაღაც გამომიქნია, არ ვიცი რა იყო, სახეში მომხვდა და ნაკაწრი მაქვს, მე პოლიცია გამოვიძახე,“ - უყვება გამოცემას ქეთი.

გოგონას თქმით, პოლიციელმა კონფლიქტის მონაწილე კაცი გაიყვანა და პოლიციის მანქანაში ჩასვა, პოლიციის სხვა მანქანაში ჩასვეს ქეთიც.

ქეთის თქმით, პოლიციელს სიტყვით არაფერი უთქვამს, მაგრამ დამოკიდებულებაში ეტყობოდა აგრესია.

ქეთი მახარაძე პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ქეთი მახარაძეს გუშინ, 11 ნოემბერს ერთი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ადვოკატი არ ჰყავდა.

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი ახალგაზრდა კი, სავარაუდოდ, არ დასჯილა და ის მარკეტში მუშაობას აგრძელებს.


თეგები :