• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

ადვოკატი: ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს... მგონი რაღაც მედიკამენტებს იღებდა

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კვიციანის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა.

"რთული მდგომარეობა დამხვდა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის. მე, როგორც მის დამცველს, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა იმ ბრალდების ირგვლივ, რასაც ბრალდების მხარე ედავება. ერთადერთი, რისი თქმაც მოახერხა, არის ის, რომ მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც ვიცი, გარკვეულ მედიკამენტებს იღებდა, არ ვიცი, ეს ფსიქოტროპული იყო, თუ ძლიერმოქმედი მედიკამენტები. შევეცადე, მისგან დასახელება გამერკვია, მაგრამ მან მითხრა, რომ არ ახსოვს"-აცხადებს ადვოკატი.

მეგობრის მკვლელობის ბრალდებით, ემზარ კვიციანის ძმისშვილი გუშინ დააკავეს. 12 ნოემბერს დეპუტატმა განაცხადა, რომ ოჯახი მის ძმისშვილს უკვე რამდენიმე დღეა ეძებს.

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი 12 ნოემბერს იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები :