• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს

იტალიაში, ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, 48 წლის ს.ჯ. ნეაპოლში აიყვანეს. მასზე ძებნა ესპანეთს ჰქონდა გამოცხადებული. დაკავებულს კრიმინალური სამყაროს წევრობა, ქურდობა და ფულის გათეთრება ედება ბრალად, ასევე ეჭვმიტანილია ტერორისტებთან კავშირში.

მედიის ცნობით, პოლიციამ ქართველი მამაკაცი თანამზრახველის ბინაში აიყვანა. ამჟამად ის ციხეშია გადაყვანილი. დაკავებულის ექსტრადირება შესაძლოა, ესპანეთში მოხდეს.


თეგები :