• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

ახალციხეში მამაკაცმა, რომელმაც შვილების თვალწინ ცოლის გაგუდვა სცადა, თავი მოიკლა - "არ იცოდა, რომ ცოლი გადარჩა და სავარაუდოდ, შეეშინდა"

ახალციხეში, რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს. შემთხვევა 11 თებერვალს, დილით მოხდა.

გარდაცვლილი მ.ქ. გუშინ, 10 თებერვლიდან მიმალვაში იყო. მას სამართალდამცველები ცოლზე ძალადობისთვის ეძებდნენ. მან შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა და სახლიდან გაიქცა.

"ალბათ ეგონა, რომ ცოლი მოკლა. სავარაუდოდ შეეშინდა და ამის გამო გაიქცა. არ იცოდა, რომ ცოლი გადარჩა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეა პოლიცია ეხებდა", - ამბობენ მეზობლები.

სამართალდამცველები ამ წუთებში გარდაცვლილის სახლში იმყოფებიან, სადაც საგამნოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა ცოლის გაგუდვა გუშინ 10 თებერვალს სცადა. ახალგაზრდა ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანა. 


თეგები :