• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ვინ არის სამტრედიაში, განქორწინებისას, ქმრის მიერ მოკლული 26 წლის გოგო? - საზარელი ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამ­ტრე­დი­ა­ში მოკ­ლუ­ლი 26 წლის გო­გო­ნა სა­ლო­მე ბო­ხუაა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის განქორწინებისთვის იყო მი­სუ­ლი, რა დრო­საც ქმარ­მა ყე­ლის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. 28 წლის გიგა აბ­რა­ლა­ვა პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

სამტრედიაში მოკლული ქალის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც ერთი თვის წინ მამამ შვილი ბათუმიდან სამტრედიაში სახლში წაიყვანა, დღეს კი განქორწინების გასაფორმებლად თავად წაიყვანა, მეუღლე კი ბათუმიდან Skype-ით უნდა ჩართულიყო.

სა­ლო­მე ბო­ხუას მამის, თე­მურ ბო­ხუ­ს თქმით, სიძემ მოიტყუა და ამ დროს სამტრედიაში იმყოფებოდა, სიძე მის შვილს იმ დროს და­ეს­ხა თავს, სა­ნამ ის მან­ქა­ნას აპარ­კინ­გებ­და. ის მოულოდნელად რეესტრის შენობაში შევიდა და ცოლს ყელის არეში მძიმე ჭრილობა დანით მიაყენა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

"გან­ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით წა­ვი­და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, ყო­ფი­ლი ქმა­რი ბა­თუმ­ში უნდა მი­სუ­ლი­ყო და ორი­ვე მო­ა­წერ­და ხელს, ჩვენ ასე ვი­ცო­დით. წა­ვიყ­ვა­ნე მან­ქა­ნით, ვიდ­რე მე მან­ქა­ნას და­ვა­ყე­ნებ­დი, სა­ლო­მე შე­ვი­და და ამ დროს თავს დას­ხმია. დანა და­არ­ტყა, მე რომ შე­ვე­დი ძირს ეგდო და მკვლე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ. ერთი ჭრი­ლო­ბა და­ვი­ნა­ხე. კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ და ამი­ტომ შორ­დე­ბოდ­ნენ. ათი წლის ცოლ-ქმა­რი იყო, ჩვენ­თან ცხოვ­რობ­დნენ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მერე ბა­თუმ­ში იყ­ვე­ნენ," -გა­ნა­ცხა­და თე­მურ ბო­ხუ­ამ. 

მოკლულის ბებია იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც გოგო ოჯახში დაბრუნდა, მათი სიძე ხშირად ემუქრებოდა მოკვლით და შერიგებას ითხოვდა. წყვილი ერთად ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ ორი შვილი, 8 და 6 წლის გოგოები ჰყავთ.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული გ.ა. ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


თეგები :