• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ცნობილი უკრაინელი მომღერლის გაძარცვის გამო, კიევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

უკრაინელი მომღერლის მარუვის გაძარცვის ბრალდებით, კიევში საქართველოს მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. 

საქართველოს მოქალაქემ მომღერლის მანქანიდან ჩანთა, პირადი ნივთები და ფული მოიპარა. მამაკაცი კიევის გარეუბანში დააკავეს. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთები ამოიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით დაკავებულს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება.


თეგები :