• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

სროლა გურჯაანში - დაუდგენელმა პირებმა საავადმყოფო დაცხრილეს

დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფო დაცხრილეს. კლინიკის მიმართულებით სროლას თვითმხილველები ჟურნალისტებთანაც ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებს არ ყვებიან.

ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ პალატის მიმართულებით ისროლეს, სადაც ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული მალხაზ ბადუაშვილი იყო მოთავსებული. ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ინციდენტამდე კონფლიქტი თანასოფლელებთან ჰქონდა, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ბადუაშვილი დაშავდა.

ამ ვერსიას უარყოფენ, ბადუაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მედიასთან არ კონტაქტობენ.

კომენტარი არც საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გააკეთა.

გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.​


თეგები :