• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ზვიად კუპრავა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა წუხანდელი ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კუპრავა გლდანის რაიონში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია დაბარებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება  სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას გასულ ღამეს ორი უცნობი მამაკაცი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.


თეგები :