• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

"ეგ ერთადერთი და ჰყავდა. როგორ გაიმეტა ანგელოზივით გოგო" - სოფელ ჭოპორტში, მამაკაცის მიერ დედის და დის საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

სოფელ ჭოპორტში, სახლში სადაც მამაკაცმა დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  ჯერჯერობით, მკვლელობის ვერსიების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული ლაშა ქიმბარაშვილია.

მეზობლები აცხადებენ, რომ 41 წლის მამაკაცმა ოჯახის წევრების მოსაკლავად სანადირო თოფთან ერთად დანაც გამოიყენა. მათ გასროლის ხმა დილის 8 საათზე გაიგეს. მეზობლების თქმით, მამაკაცი ფხიზელი იყო და წარსულში ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია.

"საკუთარი დედა და და სანადირო თოფით მოკლა. ერთადერთი და ჰყავდა, როგორ გაიმეტა?! ანგელოზივით გოგო იყო“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა "ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის 2 ან მეტი წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავე პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ცხედრები ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.


თეგები :