• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

შსს ჭოპორტში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ დედისა და დის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ლ.ქ., ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას - 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-ს და დას - 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაული ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები :