• თბილისი
  • 30°C
  • 12 ივლისი, 2020
article

"წიხლებით სცემდა... დანა მუცელში ორჯერ ჰქონდა დარტყმული" - ხაშურში ქმრის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრის დეტალები (ვიდეო)

ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ქმრის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველები დეტალებზე საუბრობენ.

"ხალხმრავლობა იყო, მივედი და გოგო იყო დაჭრილი. ორჯერ ჰქონდა მუცელში დანა დარტყმული. ძმაკაცები მომეხმარნენ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ“,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხდარის დეტალებს იხსენებს ასევე ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ადგილზე ხალხი იყო შეკრებილი, უცებ დავინახეთ, რომ ქალი დაეცა, წიხლებით სცემდა, მერე უკვე ხალხი შემოეხვივნენ. მე არ დამინახავს, მაგრამ დანა დაარტყაო. ის ბიჭი დაიჭირეს“,-აცხადებს ადგილობრივი.

პოლიციამ ხაშურში ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავა.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ., ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.


თეგები :