• თბილისი
  • 6°C
  • 08 აპრილი, 2020
article

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 50 ათას ლარს ითხოვდა.

"[მან] ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს", - განმარტავს პროკურატურა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარუდგინეს და 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები :