• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით ცინარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

დავით ცინარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ მსჯელობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დავით ცინარიძე მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გაისროლა კიდეც.


თეგები :