• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

დავით ცინარიძე სასამართლოზე: ჩემი ცოლი პოლიციაში დარეკვას ცდილობდა, მე ეს არ მინდოდა. ერთმანეთს ფიზიკურად დავუპირისპირდით, რომლის დროსაც იარაღი შემთხვევით გამივარდა

საპატრულო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ცინარიძემ, რომელსაც სასამართლომ დღეს პატიმრობა შეუფარდა, პროცესზე განცხადება გააკეთა. მან დაახლოებით 20 წუთი ისაუბრა, სადაც უმეტესი დრო მის კარიერული მიღწევების ჩამოთვლას დაუთმო. ცინარიძემ პროცესზე აღნიშნა, რომ ძალადობა, მისი სამსახურეობრივი სტატუსის მიუხედავად, არასოდეს გამოუყენებია.

რაც შეეხება ბრალდებას, ის მეუღლესთან კონფლიქტს ადასტურებს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ცდილობდა საპატრულო პოლიციაში დარეკვას, ცინარიძეს კი, როგორც თავად ამბობს, ეს არ სურდა და ამის გამო დაიწყო მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურატურის განცხადებით, ამ საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ არაერთი ჩვენება და მტკიცებულება არსებობს. 

დავით ცინარიძის ადვოკატი კი, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს და უსამართლოს უწოდებს. 

 


თეგები :