• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ავრცელებს.

მედიასაშუალების წყაროს ინფორმაციით, პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული.

როგორც წყარო ეუბნება რადიო "თავისუფლებას", შსს-მ ის 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ჩოგბურთელის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სხდომის დახურვას ითხოვს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი მოდელი ნეკა დოროყაშვილია.

დაზარალებულს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის".


თეგები :