• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

მარიანა ჩოლოიანის​ ადვოკატის განცხადებით, მოწმეთა დღევანდელი ჩვენებები და მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ადასტურებს

საქალაქო სასამართლოში დღეს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე "მწვანე სკოლის" წარმომადგენლები დაიკითხნენ.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი თვლის, რომ ჩვენებები გამომძიებლის მიმართ ბრალის დაუსაბუთებლად წარდგენას ადასტურებს. 

"დაიკითხნენ პედაგოგები. სამწუხაროდ თქვენ იცით, რომ იმის გათვალისწინებით, რომ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს პროცესი ჩვენ მოკლებულები ვართ შესაძლებლობას საქმის დეტალებზე დაკითხვის შინაარსის ფორმატში ვისაუბროთ.

მათ მიერ მიცემული ჩვენებები, ისევე როგორც სხვა დღემდე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა დღემდე, ასახავს და ადასტურებს მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას," – აცხადებს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი.

საქმის პროკურორის თქმით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სკოლის მოხატვასთან დაკავშირებით, სკოლის არასრულწლოვან მოსწავლეებს პოლიციელები კანონიერი წარმომადგენლების გარეშე შეხვდნენ.

"მათ ისაუბრეს გარდაცვლილი ლუკა სირაძის პიროვნების შესახებ და იგი დაახასიათეს როგორც დადებითი სკოლის მოსწავლე. ასევე მათ ისაუბრეს პოლიციაში განხორციელებულ მოვლენებთან დაკავშირებით როგორც ირიბმა მოწმეებმა და დაადასტურეს, რომ აღნიშნულ განყოფილებაში არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელდა ჩვენების მიცემის იძულების მიზნით ფსიქოლოგიური ზემოქმედება," - აცხადებს საქმის პროკურორი.

15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.


თეგები :