• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

გორში პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

წუხელ, გორში 44 წლის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გარდაცვლილი დ.ს.-ს სამსახურებრივ მოვალეობას არ უკავშირდება. პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, საქართველოს მოქალაქე არ არის და გარდაცვლილის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა.

„გორმედის“ ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.


თეგები :