• თბილისი
  • 19°C
  • 30 სექტემბერი, 2020
article

14 წლის გოგონაზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავეს

26 წლის დ.ი. და 58 წლის ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ", - ამბობენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


თეგები :