• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს - დამნაშავე დაკავებულია

12 აგვისტოს, გვიან ღამით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი გააუპატიურეს.

დაზარალებული 17 წლის გეი ბიჭია, რომელიც იქ თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ბიჭი მედიასთან ყვება, რომ იმ ღამით, მეგობრებთან ერთად დალია, მერე კი მარჯანიშვილის მოედნიდან ცირკთან წავიდა სხვა მეგობრების მოსანახულებლად.

მისვლიდან მალევე, ბიჭი ცუდად გახდა, გულის რევის შეგრძნება ჰქონდა და ტყეში შევიდა. იქ მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, ხელი ჩასჭიდა და კოცნა დაუწყო.

"ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი და თავი დაენებებინა, მაგრამ არ მომეშვა. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს, რადგან გონება დავკარგე. როცა თვალი გავახილე, ცოტა ზემოთ, ტყის სიღრმეში, შიშველი ვეგდე ხესთან, კაცი გარბოდა და ჩემი მეგობრები გინებით მისდევდნენ. ცხადია, მაშინვე პოლიციას მივმართე", - ამბობს დაზარალებული.

მისი სიტყვებით, მას სხეული რამდენიმე ადგილას აქვს დაზიანებული.

"მინდა, რომ მოძალადე სამაგალითოდ დაისაჯოს“, - ამბობს ის.

შსს-ს ცნობით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს და ახლა გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137 მუხლის 1 ნაწილით, გაუპატიურები მუხლით, რომელიც ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობას გულისხმობს.


თეგები :