• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

ცოლზე და მშობლებზე ძალადობის ბრალდებით, ნინოწმინდაში პოლიციამ მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის, 1975 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის - 1975 წელს დაბადებული ა.ი.-ის, მამის - 1948 წელს დაბადებული შ.ი.-ისა და დედის - 1950 წელს დაბადებული ნ.ი.-ის მიმართ. ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს, ა.ი. ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა.

გამოძიება ოჯახში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


თეგები :