• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

ვინ არის ფოთიში ცხრა ტყვიით დაცხრილული მამაკაცი

ფოთში, საკუთარ ავტომანქანაში  ჩაცხრილური მამაკაცი  43 წლის გურამ ახალაიაა. ის მანქანაში შვილს ელოდებოდა, რომელიც ფოთის მომსახურების სააგენტოში იყო შესული. თავდამსხმელებმა, "მთავარის" ინფორმაციით, მას ცეცხლი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანიდან სწორედ მას შემდეგ გაუხსნეს, რაც გურამ ახალაიას ქალიშვილი ავტომანქანიდან გადავიდა და მსხვერპლი მარტო დარჩა. 

მას შემდეგ, რაც ავტომანქანაში მჯდომი მამაკაცი ცხრა ტყვიით დაცხრილეს და დარწმუნდნენ, რომ ის ცოცხალი აღარ იყო, თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ, "მთავარის" ინფორმაციით, ისინი შსს-მ მალევე დააკავა. 

გურამ ახალაია რამდენიმე წლის განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ბიზნესით იყო დაკავებული. 

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი თავდასხმა ანგარიშსწორების მოტივით მოხდა - გურამ ახალაია კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. 


თეგები :