• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

"ეს ბრალდება ტყუილია... მე უწესიერესი და უნიჭიერესი ვაჟი მყავს"

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მის ვაჟთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიბინძურეს უწოდებს.

როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბარში ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარ ცილისწამებას უპასუხოდ არ დატოვებს, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობა“ ბინძური კამპანიის აგორება მის წინააღმდეგ სცადა.

„რა ხასიათიც აქვს და რაზეც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სტრატეგია აგებული, სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ. მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩემმა შვილმა ერთი თვის წინ სუს-ში 6 თვიანი ხელშეკრულებით დაიწყო მუშაობა და ასეთი ბინძური ტყუილის გავრცელებით მე მომაყენეს დარტყმა. ეს ბრალდება ისეთი ტყუილია, რომ ამგვარ ცილისწამებას უპასუხოდ არ დავტოვებ. თუმცა, ვინც ჩემს შვილს იცნობს, სასაცილოდაც არ ეყოფა, რადგან უწესიერესი და უნიჭიერესი ვაჟი მყავს“ - განაცხადა „პრესა.ჯი“-სთან საუბარში ირაკლი სესიაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“   პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

„დანაშულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საექსპერტო კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ვარგისად ცნო და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში, საქართველოს მოქალაქემ სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით მიმართა, სპეციალური პროცედურების გავლის შემეგ რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, გამოავლინა რომ მოქალაქის ანაბეჭდის ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ანაბეჭდების იდენტურია. ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურის და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი ირაკლი შოთაძის ჩარევით, ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. საუბარი ეხება ირაკლი სესიაშვილის შვილს, დავით სესიაშვილს", -  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და არასამთავრობოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, კოტე იოსელიანმა. 

ოპოზიციის წევრები ირაკლი სესიაშვილისგან ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას, ირაკლი შოთაძიგან კი დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ. 

„ენმ“ -ის წევრები სუს-ის ხელმძღანელისგან და მოადგილისგან მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებას, ხოლო გიორგი მღებრიშვილისგან საქმესთან დაკავშირებით შსს-ში არსებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ,


თეგები :