• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

"საჭიროა მოძალადეების დაკავება და ფაშისტური ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედება"

პარტია "ევროპული საქართველო" რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკაშირებით განცხადებაც ავრცელებს და სამართალდაცველებს მოძალადეების დაკავებისა და ფაშისტური ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„ფაშისტური და პრორუსული დაჯგუფებები მთელი დღის განმავლობაში ძალადობენ  და ალყაში ჰყავთ მშვიდობიანი დემონსტრანტები. ამას გარდა,  ისინი ღიად მოუწოდებენ  ძალადობისკენ.

ადგილზე მყოფი  სამართალდამცავების რაოდენობა არაა საკმარისი, ქმედებები კი ვითარების შესაფერისი.

ამ ჯგუფების  მოქმედებები და განცხადებები სრულ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ იმოქმედონ და დააკავონ მოძალადეები.

არსებობს ყველა კანონიერი საფუძველი ამ ჯგუფების იზოლირებისა და რუსთაველის გამზირიდან იძულებით გარიდებისთვის. წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობისკენ დამატებით მოწოდების შემთხვევაში, ისინი უნდა დააპატიმრონ. ამის უზრუნველსაყოფად საჭიროა დამატებით პოლიციელების მობილიზება.

ბოლო წლების განმავლობაში  ამ ჯგუფების დაუსჯელობასა და წახალისებაზე მთელი პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას აკისრია“, -  ნათქვამია განცხადებაში.