• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთაველზე თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა.

„მოდით მაშინ დავიწყოთ, ბოდიშით, ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან მინისტრმა აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

„თუმცა, მინდა ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც ვუთხრათ ბოდიში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.