• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

კახა კალაძე: გვახსოვს წლები, თუ როგორ ხდებოდა აქციების დარბევები

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ იქ მდგომი ადამიანების უფლებებს. მათ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცათ, რომ თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა ესაუბრათ იმაზე, თუ რა მოსაზრებები აქვთ. ზუსტად ეს არის მიღწევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვახსოვს წლები, თუ როგორ ხდებოდა აქციების დარბევები. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ყველა დარწმუნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე.

„2012 წლიდან ყველაზე მთავარი მონაპოვარი არის ადამიანის თავისუფლება. ჩვენ მართლაც ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და ქვეყანას, სადაც თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ. რაც შეეხება იმას, რომ გუშინ აქცია დაიშალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქციის პარალელურად იმართებოდა მეორე აქცია და ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო ადამიანების დაპირისპირება. ეს კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეთანხმების პირობებზე მუშაობა დღეს დაიწყება.


თეგები :

კახა კალაძე