• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

კახა კალაძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. 

„ყოველ მათგანს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას. ჩვენი დედაქალაქი საუკუნეებია გამორჩეულია ეროვნული, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით, ამ მრავალფეროვნებისადმი პატივისცემით და შემწყნარებლობით. 

ეს ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ყოფის ნაწილია და გისურვებთ, კიდევ უფრო ჰუმანური, ტოლერანტული, უფრო თბილი და ურთიერთპატივისცემით გაჯერებული ყოფილიყოს ჩვენი თანაარსებობა“, - წერს კახა კალაძე ფეისბუქის გვერდზე. 

თეგები :

კახა კალაძე