• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

კახა კალაძე: ქუჩის მუსიკის განვითარებას მერია დიდ ყურადღებას დაუთმობს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მუსიკის განვითარებას მერია დიდ ყურადღებას დაუთმობს.

მისი თქმით, არასწორი ინფორმაციაა, რომ ქუჩის მუსიკოსებზე რაიმე სანქციები წესდება.

„ქუჩის მუსიკოსებზე არანაირი სანქციები არ წესდება, პირიქით, ჩვენი მხრიდან ხდება თანადგომა. ჩვენ ვცდილობთ, ამ ადამიანებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ვმუშაობთ საინტერესო პროექტზე, ფესტივალი გვინდა გავაკეთოთ. ზოგადად ამ მიმართულებით არის ბევრი ნიჭიერი ადამიანი. მაგალითად, არის ასეთი ჯგუფი “ბანი”, წარმატებული ახალგაზრდები. 

ისინი უკრავდნენ მიწისქვეშა გადასასვლელში და ამ დროს მე მილანში, ფეხბურთს ვთამაშობდი. სრულიად შემთხვევით ვნახე „იუთუბში“ სიმღერა, იმდენად მომეწონა, რომ შევხვდი მათ და დავეხმარე ყველანაირად. დღეს ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა, თანადგომა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ყურადღება, რათა ეს მიმართულება გავაუმჯობესოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები :

კახა კალაძე