• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გათვალისწინებული

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გათვალისწინებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხა სხვადასხვა მიმართულებებისთვის არის გათვალისწინებული. კერძოდ, გათვალისწინებულია საარჩევნო ადმინისტრაციის, საუბნო კომისიების წევრების ანაზღაურების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების, სატელევიზიო ეთერში პარტიების რეკლამებისთვის, სხვადასხვა სახის ტრენინგებისთვის ხარჯები.

„საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად მომზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, უკვე ძალიან ბევრი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების ტრენინგები ჩავუტარეთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ასევე იურისტების ტრენინგი მიმდინარეობს, ამავდროულად ჩვენ ძალიან ბევრ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებს უფრო მეტად მომზადებული შევხვდებით, ვიდრე აქამდე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

თეგები :

არჩევნები